უგოლობა დასრულებულია - ვოლკოვმა „ზირას“ ბოლო წუთზე მოაგებინა #1TVSPORT
უგოლობა დასრულებულია - ვოლკოვმა „ზირას“ ბოლო წუთზე მოაგებინა #1TVSPORT

დავით ვოლკოვმა უგოლო სერია შეწყვიტა და 2022 წელს „ზირაში“ თავი პირველად გამოიჩინა. 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ამ გოლით გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 24-ე ტურში „ზირა“ „სუმგაითს“ ესტუმრა და 0:1 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც მოედანზე შეცვლაზე შევიდა, შეხვედრის მიწურულს, 90+1-ე წუთზე გაიტანა.

ზირამ“ 24 ტურის შემდეგ 42 ქულა დააგროვა, მე-3 ადგილზეა და ევროსაგზურისთვის იბრძვის. ვოლკოვმა კი ათმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა – ბოლოს აზერბაიჯანის პრემიერლიგაში გოლი 5 დეკემბერს „გაბალასთან“ საშინაო შეხვედრაში გაიტანა.

სულ საქართველოს ნაკრების ფორვარდის ანგარიშზე 22 შეხვედრაში 12 გოლია, მაგრამ დიდი პაუზის მიუხედავად, კონკურენტებმა მაინც ვერ გაასწრეს. ასევე 11 გოლია „საბაჰის“ გერმანელი თავდამსხმელის, ჯოი-ლანს მიკელსის ანგარიშზე, ხოლო „ყარაბაღის“ ხორვატმა შემტევმა ფილიპ ოზობიჩმა მეტოქეთა კარი ათჯერ აიღო.