უგო ლორისმა ვარჯიში განაახლა
უგო ლორისმა ვარჯიში განაახლა

ლონდონის „ტოტენჰემის“ კაპიტანი უგო ლორისი იდაყვის სერიოზული ტრავმის შემდეგ, ვარჯიშებს დაუბრუნდა. ფრანგმა დაზიანება გასული წლის ოქტომბერში, „ბრაიტონის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო და 7 ნოემბერს ოპერაცია გადაიტანა.

როგორც გაზეთი „დეილი მეილი“ წერს, ვეტერანი მეკარე დაუბრუნდა სავარჯიშო მოედანს. ვარაუდობენ, რომ ის საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშს 10 დღის შემდეგ შეძლებს, ხოლო ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობას უკვე იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში მოახერხებს.

მიმდინარე სეზონში 32 წლის გოლკიპერმა პრეიმიერლიგის შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა.