უგო ლორისი - „ტოტენჰემისთვის“ ჯერ არაფერი დასრულებულა
უგო ლორისი - „ტოტენჰემისთვის“ ჯერ არაფერი დასრულებულა

„ტოტენჰემის“ მეკარე უგო ლორისმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც ინგლისელებმა „ლაიპციგს“ უმასპინძლეს და შეხვედრა მინიმალური ანგარიშით დათმეს – 0:1.

„ჩვენთვის არაფერი დასრულებულა. მეორე გოლი რომ გაგვეშვა, ალბათ მაშინ შანსი აღარ გვექნებოდა, – ციტირებს ლორისის სიტყვებს უეფა-ს პრესსამსახური.

– ჩვენ ოპტიმისტებად უნდა დავრჩეთ. ბოლო 20 წუთის განმავლობაში ძალიან კარგად ვითამაშეთ და გოლთან ახლოს ვიყავით.

ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ჩვენ ცოტა დრო გვაქვს აღსადგენად და ყველაფრის გასააზრებლად.

ჩვენ მარცხის გემო არ მოგვწონს. რთული სეზონია და ბევრი ტრავმირებული გვყავს. ჩვენ შეგვეძლო ადრევე დავნებებულიყავით, მაგრამ ისევ თამაშში ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ.“ –  ამბობს „ტოტენჰემის“ მეკარე.