უგო ლორისი 2020 წლამდე ვერ ითამაშებს
უგო ლორისი 2020 წლამდე ვერ ითამაშებს

„ტოტენჰემისა“ და საფრანგეთის ნაკრების მეკარე უგო ლორისმა ტრავმა მიიღო და წლის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან. ამის შესახებ  ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცხადა. მეკარემ ტრავმა პრემიერლიგის ბოლო ტურში „ბრაიტონის“ წინააღმდეგ მატჩში (0:3) მიიღო.

„რთული სათქმელია ზუსტად, რამდენი ხანი ვერ შეძლებს თამაშს. ის წელს სანაკრებო მატჩებში ნამდვილად ვერ ითამაშებს. თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ უგო ლორისი  2019 წელს მოედანზე ვერ დაბრუნდება“, – მოჰყავს დეშამის სიტყვები France24.com-ს.

ლორისმა ტრავმა იმ დროს მიიღო, როცა ხელზე ცუდად დაეცა, რის შემდეგაც მოთამაშე საკაცით მოედნიდან გაიყვანეს. ფრანგს იმ მომენტში ჟანგბადის ნიღაბიც დასჭირდა.

დატოვე კომენტარი