უგო ეკიტიკემ „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა #1TVSPORT
უგო ეკიტიკემ „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა #1TVSPORT

„ლივერპულმა“ ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ ფრანგი თავდამსხმელის, უგო ეკიტიკეს შეძენის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მერსისაიდელებმა 94 მილიონი ევრო გადაიხადეს. ეკიტიკემ ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ეკიტიკე „ლივერპულისთვის“ მიმდინარე ზაფხულს დამატებული მეხუთე ფეხბურთელია. გუნდს შეუერთდნენ: გიორგი მამარდაშვილი, ფლორიან ვირტცი, მილოშ კერკეზი და ჯერემი ფრიმპონგი. ქართველი მეკარე ბრიტანულმა კლუბმა გასულ ზაფხულს შეიძინა და ერთი წლით იჯარის წესით „ვალენსიაში“ დატოვა.

უგო ეკიტიკემ „აინტრახტის“ რიგებში 64 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.