UFC | თეთრ სახლში ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლას არმან ცარუკიანი დააზღვევს #1TVSPORT
UFC | თეთრ სახლში ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლას არმან ცარუკიანი დააზღვევს #1TVSPORT

15 ივნისს თეთრ სახლში გასამართ ბრძოლას UFC-ს მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამრისთვის ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის არმან ცარუკიანი დააზღვევს.

სომეხი სპორტსმენი იმ შემთხვევაში იბრძოლებს, თუ მთავარი შეხვედრის რომელიმე მონაწილე ტრავმის ან სხვა მიზეზის გამო ასპარეზობას ვერ მოახერხებს.

29 წლის ცარუკიანს UFC-ში ზედიზედ ხუთი გამარჯვება აქვს – ბოლოს ის 2025 წლის 22 ნოემბერს დენ ჰუკერს დაუპირისპირდა და მახრჩობელა ილეთით გაიმარჯვა.