UFC | სონგ იადონგმა შანხაიში ჩატარებულ ღონისძიებაზე უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა #1TVSPORT

17:00, 29.08.2026

შანხაიში, UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ბრძოლაში ჩინელმა სონგ იადონგმა რუსეთის წარმომადგენელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.

ბრძოლის წინ ფავორიტად ნურმაგომედოვი ითვლებოდა, რომელმაც ჩინელს პირველი რაუნდიც მოუგო, თუმცა მეორე რაუნდის შუაში იადონგმა მძიმე ნოკაუტი ჩაიწერა.

აღნიშნული მარცხი უმარ ნურმაგომედოვისთვის კარიერაში მეორე იყო, პირველად ის მერაბ დვალიშვილმა 2025 წლის იანვარში, სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში დაამარცხა – 30 წლის მებრძოლის ანგარიშზე 20 გამარჯვებაა.

შედეგად, სონგ იადონგი 61 კილოგრამში ტიტულისთვის მაძიებელი ერთ-ერთი მებრძოლი გახდა.

მსგავსი