UFC | შონ სტრიკლენდმა ხამზატ ჩიმაევი დაამარცხა და საშუალო წონის ახალი ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ნიუ ჯერსიში გამართულ UFC 328-ის მთავარ ბრძოლაში შონ სტრიკლენდმა ხამზატ ჩიმაევი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ტიტული დაიბრუნდა.
საშუალო წონის (84კგ) საჩემპიონო ბრძოლის პირველი რაუნდი სრულად ჩიმაევის უპირატესობით წარიმართა. ყოფილმა ჩემპიონმა სტრიკლენდი მიწაზე გააკონტროლა. მეორე რაუნდიდან, ძირითადად დგომში, ამერიკელი უკეთ გამოიყურებოდა, ხოლო ჩიმაევს თავისი ჭიდაობის გამოყენებაც გაუჭირდა.
საბოლოოდ, სამიდან ორმა მსაჯმა გამარჯვება შონ სტრიკლენდს მიანიჭა და 35 წლის ამერიკელი გახდა მეორე სპორტსმენი საშუალო წონაში, რომელმაც ქამარი დაიბრუნა – პირველად ეს ისრაელ ადესანიამ შეძლო.
რაც შეეხება ხამზატ ჩიმაევს, მან კარიერაში პირველად წააგო.