UFC | შონ ო'მალი - მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან რემატჩს იმსახურებს #1TVSPORT
UFC | შონ ო'მალი - მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან რემატჩს იმსახურებს #1TVSPORT

UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ყოფილმა ჩემპიონმა, ამერიკელმა შონ ო’მალიმ სონგ იადონგთან შეხვედრის წინ მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა, რომელთანაც ორჯერ დამარცხდა.

„არ მეწყინება, თუ მერაბს იანთან რემატჩს მისცემენ. დვალიშვილმა 2025 წელს ოთხი საჩემპიონო ბრძოლა ჩაატარა და ეს მართლა საოცარია. მან ეს შანსი ნამდვილად დაიმსახურა.

მაგრამ ჩემი მიზანი ისაა, ოქტაგონზე გავიდე, კარგი შოუ ვაჩვენო და ვეცადო, დვალიშვილზე უკეთესი შთაბეჭდილება დავტოვო. ვაპირებ, ჩემი საქმე გავაკეთო, მერე დაახლოებით ექვსი თვე დავისვენო და ვნახო, მოვლენები როგორ განვითარდება. თუ იანმა დვალიშვილს მოუგო, შემდეგ მას შევხვდები. ხოლო თუ მერაბმა გაიმარჯვა, ალბათ სხვა მოწინააღმდეგესთან მომიწევს ბრძოლა. ჯერჯერობით ამაზე ზედმეტად არ ვფიქრობ, რადგან წინ ძალიან რთული გამოცდა მელის“, – განაცხადა ამერიკელმა.

შონ ო’მალისა და სონგ იადონგის დაპირისპირება, UFC 324-ის ეგიდით, 25 იანვარს ლას ვეგასში გაიმართება.

რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, მან 2025 წელს სამი საჩემპიონო ბრძოლა მოიგო, ხოლო დეკემბერში ქამარი პიოტრ იანთან დაპირისპირებაში დათმო.