UFC | შონ ო'მალი - ილია თოფურიამ თეთრ სახლში ბრძოლა დაიმსახურა #1TVSPORT
UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ყოფილი ჩემპიონის, შონ ო’მალის თქმით, ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მიმდინარე წელს თეთრ სახლში გასამართ ღონისძიებაზე ბრძოლა დაიმსახურა.
„ილია თოფურიამ სამი ლეგენდა ზედიზედ დაამარცხა. სამივე მათგანი დიდების დარბაზის წევრია. ამიტომ ვთვლი, რომ თეთრ სახლში ბრძოლა ნამდვილად დაიმსახურა“, – ამბობს შონ ო’მალი.
ილია თოფურია 14 ივნისს ვაშინგტონში, თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი ბრძოლის მონაწილეა. მისი მეტოქე ამერიკელი ჯასტინ გეიჯი იქნება, რომელიც ამჟამად მსუბუქი (70კგ) დივიზიონის დროებით ქამარს ფლობს.
რაც შეეხება თოფურიას, ის ორი წონის ჩემპიონია – 2024 წელს ქვემსუბუქი დივიზიონის (66კგ) ქამარი მოიპოვა, ხოლო 2025 წელს მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაც მოიგო.