UFC-ში კიდევ ერთი ქართველი, ლევან ჩოხელი იასპარეზებს #1TVSPORT
UFC-ში კიდევ ერთი ქართველი, ლევან ჩოხელი იასპარეზებს #1TVSPORT

შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციასთან, UFC-სთან კონტრაქტი კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა, 29 წლის ლევან ჩოხელმა გააფორმა.

„მინდა, ყველას ოფიციალურად გაცნობოთ – ჩემი გზა UFC-ში იწყება. დიდი ხნის ლოდინის, შრომის, მზადების და მოთმინების შემდეგ, როგორც იქნა, მივიღე შესაძლებლობა, რომლისთვისაც ამდენი ხანი ვიბრძოდი. UFC-ში დებიუტი 21 ივნისს, ლას ვეგასში, UFC APEX-ზე შედგება. პირველ რიგში, დიდი მადლობა, მინდა, გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს – საქართველოში, ამერიკაში და ყველგან, ვინც ამ ამბავს ჩემთან ერთად ელოდა და მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდში მედგა.

განსაკუთრებული მადლობა ჩემს ყველა მწვრთნელს, სპარინგპარტნიორებს და თანაგუნდელებს, რომლებთანაც ერთადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვვარჯიშობდი და ვემზადებოდი. ასევე დიდი მადლობა გუნდს „ვეფხისტყაოსანი“, ბექა ელიბაშვილს და მთელ გუნდს, სადაც გავიზარდე, როგორც მებრძოლი და როგორც ადამიანი. ეს მხოლოდ დასაწყისია. ახლა დროა, ყველაფერი ოქტაგონში დავამტკიცო“, – წერს ჩოხელი.

ლევან ჩოხელს შერეული ორთაბრძოლების სხვადასხვა ორგანიზაციაში აქამდე 17 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 14 მოიგო. UFC-ში ის 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

21 ივნისს ქართველი მებრძოლის მეტოქე ლეონ შაჰბაზიანი იქნება, რომელმაც კარიერაში გამართული 16 ბრძოლიდან 12 მოიგო.

UFC-ში ამჟამად ექვსი ქართველი მებრძოლი ირიცხება – ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, ალექსანდრე თოფურია, გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე და ლევან ჩოხელი.