UFC-ს ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი განახლდა #1TVSPORT
UFC-ს ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი განახლდა #1TVSPORT

შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ, UFC-მ ლას ვეგასში ჩატარებული წლის ბოლო დიდი ღონისძიების შემდეგ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა.

რეიტინგში პირველ პოზიციაზეა რჩება ქვესაშუალო წონის (77კგ) ჩემპიონი ისლამ მახაჩევი, ხოლო მეორე ადგილს მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამრის მფლობელი ილია თოფურია იკავებს.

რეიტინგში მერვე ადგილზე გადაინაცვლა მერაბ დვალიშვილმა, რომელიც UFC 323-ზე სუპერმსუბუქი წონის (61კგ) ქამრისთვის ბრძოლაში პიოტრ იანთან დამარცხდა. თავად იანი P4P რეიტინგში 2023 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა და მეექვსე ადგილზეა.

რეიტინგში ახალი სახეა ჯოშუა ვენი, რომელმაც უმსუბუქესი წონის (57კგ) საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

UFC-ს ყველა წონის საერთო რეიტინგი:

  1. ისლამ მახაჩევი (რუსეთი)
    2. ილია თოფურია (საქართველო)
    3. ხამზატ ჩიმაევი (არაბთა გაერთიანებული საამიროები)
    4. ალექს პერეირა (ბრაზილია)
    5. ალექსანდერ ვოლკანოვსკი (ავსტრალია)
    6. პიოტრ იანი (რუსეთი)
    7. ტომ ასპინალი (ინგლისი)
    8. მერაბ დვალიშვილი (საქართველო)
    9. ალეშანდერ პანტოჟა (ბრაზილია)
    10. მაქს ჰოლოუეი (აშშ)
    11. ჯოშუა ვენი (მიანმარი)
    12. დრიკუს დუ პლესი (სამხრეთ აფრიკა)
    13. მაგომედ ანკალაევი (რუსეთი)
    14. ჯეკ დელა მადალენა (სამხრეთ აფრიკა)
    15. არმან ცარუკიანი (სომხეთი)