UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი - ილია თოფურია სრულყოფილი მებრძოლია #1TVSPORT
ილია თოფურიამ UFC-ს მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და ორგანიზაციის მეორე წონის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
ილიას გამარჯვების შესახებ ლას ვეგასში გამართული ღონისძიების შემდეგ UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა ისაუბრა.
„მან ის გააკეთა, რაც თქვა, ბრძოლა პირველივე რაუნდში მოიგო. ის სრულყოფილი მებრძოლია. კარგია როგორც მიწაზე, ასევე გრეპლინგის დროსაც. ის ახალგაზრდა სუპერვარსკვლავია. შეხედეთ მის ბოლო სამ ბრძოლას, სამი უდავო ლეგენდა დაამარცხა. არ ვიცი, პადი პიმბლეტი ბრძოლის დასრულების შემდეგ ოქტაგონზე ვინ აუშვა, ილიასა და მის შეხვედრაზე არ ვფიქრობ“, – განაცხადა უაითმა.
ოლივეირასთან გამარჯვებით ილია თოფურია UFC-ს ისტორიაში მე-10 სპორტსმენია, რომელმაც ორი დივიზიონის ქამარი მოიპოვა. შერეულ ორთაბრძოლებში 28 წლის ქართველს 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული და დაუმარცხებელია.