UFC-ს მძიმე წონის ჩემპიონმა, ტომ ასპინალმა ქამარი საკუთარი სურვილით დათმო #1TVSPORT
UFC-ს მძიმე წონის ჩემპიონმა, ტომ ასპინალმა გამოაცხადა, რომ მძიმე წონის საჩემპიონო ქამარი საკუთარი სურვილით დათმო.
ასპინალის თქმით, გადაწყვეტილება თვალის ტრავმის შემდგომი გართულებების გამო მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ჯერ არ იცის, როდის მისცემენ ექიმები ოქტაგონზე დასაბრუნებლად სამედიცინო ნებართვას. ინგლისელი მებრძოლი აცხადებს, რომ ეს დასასრული არ არის და ის აუცილებლად დაბრუნდება კუთვნილი ტიტულის დასაბრუნებლად.
ასპინალმა თვალი გასული წლის ოქტომბერში, სირილ განთან ბრძოლის დროს დაიზიანა. ფრანგმა მებრძოლმა მას თვალში თითი არალეგალურად მოარტყა, რის შემდეგაც ბრიტანელმა ბრძოლა ვეღარ გააგრძელა და შეხვედრა გაუქმდა.
ამჟამად UFC-ს მძიმე წონის დროებით ქამარს სწორედ სირილ განი ფლობს, რომელმაც ივნისში თეთრ სახლში ალექს პერეირა დაამარცხა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ფრანგი მძიმე წონის სრულფასოვან ჩემპიონად გამოაცხადონ.