UFC | რომან დოლიძემ რეინიერ დე რიდერთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა #1TVSPORT

21:46, 21.08.2026

რომან დოლიძემ რეინიერ დე რიდერთან UFC-ში ჩასატარებელი ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.

დოლიძე და დე რიდერი ქვემძიმე წონით კატეგორიაში (93კგ) იბრძოლებენ. ორივე მებრძოლმა სასწორზე დასაშვები მაქსიმალური წონა დააფიქსირა.

38 წლის ქართველი მებრძოლი ნიდერლანდელ დე რიდერს 23 აგვისტოს საკრამენტში დაუპირისპირდება.

დოლიძე შეხვედრას შერეულ ორთაბრძოლებში მოპოვებული 15 გამარჯვებითა და 5 მარცხით ხვდება, ხოლო დე რიდერის ანგარიშზე 25 ბრძოლა და 21 გამარჯვებაა.

მსგავსი