UFC | რომან დოლიძემ მოწინააღმდეგე პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

შეერთებულ შტატებში, ქალაქ ოსტინში, UFC 275-ზე რომან დოლიძე ამერიკელ კაილი დაუკაუსს დაუპირისპირდა.

აღსანიშნავია, რომ ბუკმეიკერები ფავორიტად ამერიკელ სპორტსმენს მიიჩნევდნენ, მაგრამ ბრძოლა ქართველის სრული უპირატესობით წარიმართა, დაუკასმა დოლიძის ძლიერ დარტყმებს ვერ გაუძლო და პირველივე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.

შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში ეს რომან დოლიძის მეხუთე ბრძოლა და მეოთხე გამარჯვება იყო (ნოკაუტით მეორედ), რაც რეიტინგში ქართველი მებრძოლის მნიშვნელოვან წინსვლას გამოიწვევს.