UFC | რომან დოლიძე მომდევნო ბრძოლას რეინიერ დე რიდერთან გამართავს #1TVSPORT
UFC-ს ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ორგანიზაციაში მორიგ ბრძოლას ნიდერლანდელ რეინიერ დე რიდერის წინააღმდეგ გამართავს.
ბრძოლა 23 აგვისტოს საკრამენტოში ქვემძიმე დივიზიონში (93კგ) შედგება. ორივე მებრძოლისთვის ეს შეხვედრა ერთით ზედა წონაში იქნება. აქამდე დოლიძეც და დე რიდერიც ძირითადად საშუალო წონაში (84კგ) იბრძოდნენ.
ამ მომენტისთვის რომან დოლიძეს MMA-ს კარიერაში 15 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს, ხოლო მისმა მეტოქემ შერეულ ორთაბრძოლებში 25 შეხვედრა ჩაატარა – 21 ჯერ მოიგო და 4-ჯერ დამარცხდა.
ორივე მებრძოლმა UFC-ში ჩატარებული ბოლო ორი ბრძოლა დათმო.