UFC | რომან დოლიძე საშუალო წონითი კატეგორიის რეიტინგში დაწინაურდა #1TVSPORT
UFC | რომან დოლიძე საშუალო წონითი კატეგორიის რეიტინგში დაწინაურდა #1TVSPORT

UFC-ს ბოლო ღონისძიების (UFC 327) დასრულების შემდეგ რეიტინგები განახლდა.

საშუალო წონის ტოპ 15-ში მცირე ცვლილებაა – რომან დოლიძე ერთი პოზიციით წინ წაიწია და ახლა მე-14 ადგილზეა.

ქართველმა მებრძოლმა ადგილი პაულო კოსტას გაუცვალა. ბრაზილიელმა ქვემძიმე წონაში იასპარეზა, თავისი ორთაბრძოლა მოიგო და ამ დივიზიონში უკვე მე-7 პოზიციაზეა.

წონების საერთო (P4P) რეიტინგში ილია თოფურია კვლავ მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ ისლამ მახაჩევს ჩამორჩება. მერაბ დვალიშვილი კი მერვე პოზიციაზეა.

P4P ტოპ-15-ში ახალი სახეც გამოჩნდა, ქვემძიმე წონის ჩემპიონი კარლოს ულბერგი, რომელიც რეიტინგში მე-15 ადგილზეა. ამავე სიაში არმან ცარუკიანმა ორი საფეხურით წინ წაიწია და ახლა მე-13 პოზიციას იკავებს.