UFC | რომან დოლიძე რეინიერ დე რიდერთან დამარცხდა #1TVSPORT

06:09, 23.08.2026

UFC-ს ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ქვემძიმე წონით კატეგორიაში (93კგ) რეინიერ დე რიდერს შეხვდა და პირველივე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.

ნიდერლანდელმა ქართველს თავიდანვე აქტიურად შეუტია, დოლიძე მიწაზე აღმოჩნდა და ბევრი დარტყმა მიიღო, რის შემდეგაც მსაჯმა შეხვედრა გააჩერა.

ეს მარცხი რომან დოლიძისთვის UFC-ში ზედიზედ მესამეა – წინა ორი დაპირისპირება მან საშუალო წონაში (84კგ) დათმო.

ქართველის ანგარიშზე შერეულ ორთაბრძოლებში 21 შეხვედრაში 15 მოგება და 6 წაგებაა.

მსგავსი