UFC | რომან დოლიძე მომდევნო ბრძოლას 9 აგვისტოს ენტონი ერნანდესის წინააღმდეგ ჩაატარებს #1TVSPORT
UFC | რომან დოლიძე მომდევნო ბრძოლას 9 აგვისტოს ენტონი ერნანდესის წინააღმდეგ ჩაატარებს #1TVSPORT

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ორგანიზაციის ეგიდით მორიგ ბრძოლას ამერიკელი ენტონი ერნანდესის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ქართველისა და ამერიკელის დაპირისპირება 2025 წლის 9 აგვისტოს ლას ვეგასში გაიმართება. 31 წლის ერნანდესი დოლიძესთან ბრძოლას ზედიზედ 7 გამარჯვებით ხვდება, ხოლო, საერთო ჯამში, შერეულ ორთაბრძოლებში მის ანგარიშზე 14 მოგება და 2 მარცხია.

რაც შეეხება დოლიძეს, 36 წლის მებრძოლმა MMA-ში კარიერის მანძილზე 15-ჯერ გაიმარჯვა და 3-ჯერ დამარცხდა. ბოლოს მან 2025 წლის 16 მარტს იტალიელ მარვინ ვეტორისთან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა.

ამჟამად რომან დოლიძე UFC-ის საშუალო დივიზიონის რეიტინგში მე-8 ადგილზეა, ხოლო ენტონი ერნანდესი მე-9 ადგილს იკავებს.