UFC | რომან დოლიძე ენტონი ერნანდესთან დამარცხდა #1TVSPORT
UFC | რომან დოლიძე ენტონი ერნანდესთან დამარცხდა #1TVSPORT

UFC-ს ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ორგანიზაციის საშუალო წონაში ამერიკელ ენტონი ერნანდესთან დამარცხდა.

ერნანდესმა ბრძოლა თავიდანვე აქტიურად დაიწყო, პირველ სამ რაუნდშიც უპირატესობა ჰქონდა, ხოლო 37 წლის ქართველმა მებრძოლმა შეხვედრა მეოთხე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დათმო.

რომან დოლიძე UFC-ს საშუალო წონის (84კგ) რეიტინგში ბრძოლამდე მეცხრე ადგილს იკავებდა, ხოლო მისი მეტოქე მეათე პოზიციაზე იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ისინი განახლებულ რეიტინგში ადგილებს გაცვლიან.

შედეგად, ქართველ სპორტსმენს შერეულ ორთაბრძოლებში ამ მომენტისთვის ჩატარებულ 19 ბრძოლაში 15 გამარჯვება და ოთხი მარცხი აქვს.