UFC | ქვესაშუალო წონაში კარლოს პრატესმა ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა #1TVSPORT
ავსტრალიის ქალაქ პერტში გამართული UFC Fight Night-ის მთავარი ბრძოლა ქვესაშუალო წონის (77კგ) ყოფილ ჩემპიონს, ჯეკ დელა მადალენასა და რეიტინგში მეხუთე პოზიციაზე მყოფ კარლოს პრატესს შორის გაიმართა.
დაპირისპირება მესამე რაუნდში დასრულდა – პრატესმა მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება ჩაიწერა აქტივში. დელა მადალენასთვის კი ეს უკვე მეორე მარცხია მიჯრით – მანამდე ის ისლამ მახაჩევთან სატიტულო შეხვედრაში დამარცხდა.
შედეგად, ქვესაშუალო წონის პირველი ნომერი, დიდი ალბათობით, ბრაზილიელი პრატესი გახდება და, სავარაუდოდ, მისი მომდევნო ბრძოლა ტიტულისთვის იქნება. როგორც რამდენიმე სპორტული გამოცემა წერს, აღნიშნული დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლა 15 აგვისტოს ისლამ მახაჩევსა და იან გარის შორის შედგება, ხოლო ამის შემდეგ მათ შორის გამარჯვებული პრატესს დაუპირისპირდება.