UFC | ქვესაშუალო დივიზიონში ან ახალ წონით კატეგორიაში – ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევთან ბრძოლის შესახებ აზრი დააფიქსირა #1TVSPORT

15:35, 27.02.2026

UFC-ს მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ჩემპიონი ილია თოფურია ვიდეობლოგერ ადინ როსს ესტუმრა და რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ისლამ მახაჩევთან პოტენციურ ბრძოლას შეეხო.

თოფურიას თქმით, საინტერესო იქნებოდა რუსეთის სახელით მოასპარეზე მებრძოლთან ქვესაშუალო (77კგ) წონაში დაპირისპირება, ასევე – შუალედურ წონაში.

„ჩემთვის მახაჩევთან ბრძოლის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ქვესაშუალო წონაში – ამ შემთხვევაში მესამე ქამრის მოპოვების შანსი გამიჩნდებოდა. კიდევ უფრო საინტერესო სცენარი იქნებოდა შეხვედრა შუალედურ წონაში, 70-სა და 77კგ-ს შორის, სპეციალური ტიტულის დაწესებით. შეიძლება ამ ქამარს P4P-ის (ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი) სახელი ეწოდოს. ის რეიტინგში პირველია, მე კი ამ ეტაპზე მეორე პოზიციაზე ვიმყოფები.

პირადად მე საკუთარ თავს პირველ ნომრად მივიჩნევ. თუ მსოფლიოს ორ საუკეთესო მებრძოლს ერთმანეთის წინააღმდეგ დააყენებ და ჯილდოდ ყველა წონის გაერთიანებულ ქამარს დააწესებ, გამარჯვებული ავტომატურად საუკეთესოს სტატუსს მიიღებს“, – აღნიშნა თოფურიამ.

მსგავსი