UFC | პიოტრ იანმა წელზე ოპერაცია ჩაიტარა - უცნობია, როდის შედგება მისი ბრძოლა მერაბ დვალიშვილთან #1TVSPORT
UFC | პიოტრ იანმა წელზე ოპერაცია ჩაიტარა - უცნობია, როდის შედგება მისი ბრძოლა მერაბ დვალიშვილთან #1TVSPORT

მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანს შორის მესამე ორთაბრძოლის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. სუპერმსუბუქი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი გარკვეული დროით დაისვენებს – პიოტრ იანმა წელზე ოპერაცია ჩაიტარა, რის შესახებაც თავად გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელებში.

„ცხრა საათი ნარკოზის ქვეშ ვიყავი. წელზე ოპერაცია გამიკეთეს. რამდენიმე თვეში სრულ მზადყოფნაში ვიქნები“, – დაწერა რუსმა მებრძოლმა.

ცოტა ხნით ადრე მერაბ დვალიშვილმა აღნიშნა, რომ UFC-მ იანთან მესამე ბრძოლის გამართვა შესთავაზა, თუმცა ეს დაპირისპირება თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე ვერ ჩატარდება, რადგან პიოტრ იანი რუსეთის წარმომადგენელია. მოგვიანებით იანმაც დაადასტურა, რომ ტიტულის დაცვას სწორედ მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ გეგმავს.

დვალიშვილი და იანი პირველად 2023 წლის მარტში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, გამარჯვება ქართველს დარჩა. მეორე ბრძოლა 2025 წლის დეკემბერში შედგა და იანმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.