UFC | პიოტრ იანი - მერაბ დვალიშვილმა დაადასტურა, რომ ჩვენს წონაში უძლიერესი მებრძოლია #1TVSPORT
UFC | პიოტრ იანი - მერაბ დვალიშვილმა დაადასტურა, რომ ჩვენს წონაში უძლიერესი მებრძოლია #1TVSPORT

მერაბ დვალიშვილთან UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) მოახლოებული საჩემპიონო ბრძოლის წინ ჟურნალისტებთან პიოტრ იანმა ისაუბრა.

იანი თვლის, რომ დვლიშვილთან განმეორებითი შეხვედრა და რეიტინგის პირველ საფეხურზე ყოფნა დაიმსახურა.

„მერაბმა დიდი შრომა გასწია და მოპოვებული გამარჯვებებით დაადასტურა, რომ ჩვენს წონით კატეგორიაში უძლიერესი მებრძოლია. თუმცა მეც დავადასტურე, რომ რეიტინგის პირველ საფეხურზე ყოფნა მეკუთვნის.

თუ გააანალიზებთ ჩემს განმეორებით შეხვედრებს, ნახავთ, რომ რევანშების დროს 100 პროცენტით უკეთესად გამოვიყურებოდი. მჯერა, მერაბთან მეორე დაპირისპირებაც ზუსტად ასეთივე იქნება. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ალჯამეინ სტერლინგთან მეორე ბრძოლა რეალურად მე მოვიგე.

დვალიშვილს სრული უფლება აქვს, ნებისმიერი რევანში მოითხოვოს და მგონია, რომ თუ მოახლოებულ დაპირისპირებაში გავიმარჯვებ, ამ საკითხში ორგანიზაციაც გვერდში დაუდგება. ჩემი აზრით, შესანიშნავი ტრილოგია შედგება.

ამ ეტაპზე მთლიანად მომავალ შეხვედრაზე ვარ კონცენტრირებული და ჯერ მომავალი არ მაინტერესებს. შონ ო’მალისთან მეორედ შეხვედრის დიდი სურვილი არ მაქვს, თუმცა წყვილებს მე არ ვადგენ. ეს UFC-ს პრეროგატივაა და თუ საჭიროდ ჩათვლიან და წინადადებით მომმართავენ, განვიხილავ“, – აღნიშნა იანმა.

34 წლის ქართველი მებრძოლი რუს პიოტრ იანთან სუპერსმუბუქი წონის ქამრის შესანარჩუნებლად 7 დეკემბერს ლას ვეგასში იბრძოლებს.

დვალიშვილმა ტიტული 2024 წლის სექტემბერში შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და 2025 წელს უკვე სამჯერ დაიცვა. თუ ამას მეოთხედაც მოახერხებს, ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდება, რომელიც კალენდარული წლის მანძილზე ოთხ საჩემპიონო ბრძოლას მოიგებს.

ქართველი სპორტსმენი იანს პირველად 2023 წლის მარტში შეხვდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.