UFC | ოთარ თანზილოვმა მალკოლმ ველმეიკერთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა #1TVSPORT
ოთარ თანზილოვმა მალკოლმ ველმეიკერთან UFC-ში ჩასატარებელი ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.
თანზილოვი და ველმეიკერი სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში (61კგ) იბრძოლებენ. ორივე სპორტსმებმა სასწორზე დასაშვები მაქსიმალური წონა დააფიქსირა.
28 წლის ქართველი მეტოქეს 11 ოქტომბერს დაუპირისპირდება.
თანზილოვი შეხვედრას შერეულ ორთაბრძოლებში მოპოვებული 10 გამარჯვებითა და 2 მარცხით ხვდება. ანალოგიური მაჩვენებელი აქვს მალკოლმ ველმეიკერსაც.