UFC | ოფიციალურად - კონორ მაკგრეგორი 12 ივლისს მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება #1TVSPORT
UFC | ოფიციალურად - კონორ მაკგრეგორი 12 ივლისს მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება #1TVSPORT

ხუთწლიანი შესვენების შემდეგ UFC-ს ვარსკვლავი, ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს უბრუნდება.

მაკგრეგორი 12 ივლისს ლას ვეგასში ამერიკელ მაქს ჰოლოუეის შეხვდება. ბრძოლა 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში შედგება და, მაქსიმუმ, ხუთ რაუნდს გაგრძელდება.

ირლანდიელმა ბოლოს 2021 წლის ივლისში იბრძოლა და 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ამერიკელ დასტინ პორიესთან დამარცხდა.

რაც შეეხება ჰოლოუეის, მან მიმდინარე წელს ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირასთან წააგო.