UFC | მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან სატიტულო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა #1TVSPORT

09:45, 23.10.2026

UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.

24 ოქტომბერს აბუ დაბიში 35 წლის ქართველი მებრძოლი რუს პიოტრ იანს შეხვდება.

აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს დვალიშვილმა 61 კგ დააფიქსირა. მაქსიმალური დასაშვები წონა 61.2 კგ-ია.

მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი გასული წლის დეკემბერში სწორედ პიოტრ იანთან დაპირისპირებაში დაკარგა და ახლა ტიტულის დაბრუნების შანსი აქვს.

მსგავსი