UFC | მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი - ველოდებით პიოტრ იანს, რომელმაც ბრძოლის თარიღი უნდა აირჩიოს #1TVSPORT
UFC | მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი - ველოდებით პიოტრ იანს, რომელმაც ბრძოლის თარიღი უნდა აირჩიოს #1TVSPORT

UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ყოფილი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის მწვრთნელის, ჯონ ვუდის თქმით, ქართველ სპორტსმენს მომდევნო ბრძოლა კვლავ პიოტრ იანთან ელოდება.

„მერაბი იმ მებრძოლთა შორისაა, რომელიც ხვალვე მზადაა ჩხუბისთვის. თუ მას დაურეკავენ და ეტყვიან, რომ კონკრეტული ღონისძიებისთვის სჭირდებათ, ის მზად იქნება.

პიოტრ იანთან რემატჩი შედგება, მან ბრძოლის თარიღი უნდა აირჩიოს. ეს ის მეტოქეა, რომელიც ორგანიზაციიდან დაგვისახელეს და არ ვფიქრობ, რამე შეიცვალოს“, – ამბობს ჯონ ვუდი.

დვალიშვილსა და იანს შორის მესამე შეხვედრა შედგება. 2023 წელს ქართველმა გაიმარჯვა, 2025 წლის ბოლოს კი დივიზიონის საჩემპიონო ქამარისთვის ბრძოლაში იანმა მოიგო.