UFC | მერაბ დვალიშვილი – ილია თოფურია ძალიან ჭკვიანია, წარმატებას მოწყურებული და შრომისმოყვარე #1TVSPORT

11:21, 15.04.2026

UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა დემეტრიუს ჯონსონის გადაცემაში ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა.

„ილიასთან ხშირად მივარჯიშია, ის იმდენად ძლიერია, ხშირად მაკვირვებს კიდეც. კრივის უმაღლესი დონის ტექნიკა, ძალიან ძლიერი დარტყმები და კომბინაციები აქვს. ის კარგად გრძნობს შეტევებს, კითხულობს შენს მოძრაობებს და მზად არის პასუხისთვის. როდესაც კომბინაციებით უტევ, ამასაც სწრაფად ხვდება და ცდილობს, თავისი ძალა გამოიყენოს. ასეთ მომენტებში მარტივად ვერ „დაიჭერ“, რადგან ხშირად კონტრშეტევით გპასუხობს.

ვფიქრობ, ილია თოფურიამ ღმერთისგან საჩუქრად დიდი ძალა მიიღო. ჭიდაობის მხრივაც განვითარებულია. ძალიან ჭკვიანია, წარმატებას მოწყურებული და ცნობისმოყვარე“, – თქვა დვალიშვილმა.

ილია თოფურია თავის მომდევნო ბრძოლას UFC-ში 14 ივნისს თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი