UFC | მაიკლ ბისპინგი - ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის დაპირისპირებაზე მასშტაბური ბრძოლა ახლა არ არსებობს #1TVSPORT
UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა მაიკლ ბისპინგმა თეთრ სახლში დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ასეთ განსაკუთრებულ ადგილზე ორგანიზატორებს განსაკუთრებული ბრძოლების ჩატარება მოუწევთ.
„თეთრ სახლში ღონისძიების ჩატარება ნიშნავს, რომ გამორჩეული ბრძოლები უნდა ჩატარდეს და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთ შეხვედრებს ვიხილავთ. ორგანიზატორები გეგმავენ ისეთი დონის ბრძოლების ჩანიშნავს, რომელთაც გულშემატკივრები იშვიათად უყურებენ.
ჩემი აზრით, ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის დაპირისპირებაზე მასშტაბური ბრძოლა ახლა არ არსებობს. ვიცი, რომ ჯასტინ გეიჯი დროებითი ჩემპიონია, ილია კი კვლავ დაუმარცხებელია და მათი შეხვედრა ლოგიკურია, თუმცა ასეთი მასშტაბის ღონისძიება, შესაძლოა, მხოლოდ ერთხელ გაიმართოს.
ტურნირი თეთრი სახლის ეზოში ჩატარდება, მას პრეზიდენტი ტრამპიც დაესწრება. ფაქტია, ამ მოვლენას მილიარდობით ადამიანი ნახავს და ორგანიზატორებს სურთ, მაყურებელს ყველაზე რეზონანსული ბრძოლები შესთავაზონ“, – ამბობს ბისპინგი.
ამ ეტაპზე უცნობია, ვინ იბრძოლებს 14 ივნისს თეთრი სახლის ღონისძიებაზე. UFC-ს პრეზიდენტის, დანა უაითის თქმით, ბრძოლები უკვე დაგეგმილია და უახლოეს მომავალში გამოცხადდება.