UFC-მ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი განაახლა #1TVSPORT
შერეული ორთაბრძოების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ, UFC-მ ლოს ანჯელესში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ ყველა წონის გაერთიანებული (P4P) რეიტინგი განაახლა.
რეიტინგში პირველ პოზიციას ინარჩუნებს ქვესაშუალო წონის (77კგ) მოქმედი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი. კლასიფიკაციაში მეხუთე ადგილზეა ილია თოფურია, ხოლო მერაბ დვალიშვილი მეცხრე ადგილს იკავებს.
UFC-ს განახლებული რეიტინგი:
1. ისლამ მახაჩევი – რუსეთი
2. ალექსანდრ ვოლკანოვსკი – ავსტრალია
3. ჯასტინ გეიჯი – აშშ
4. პიოტრ იანი – რუსეთი
5. ილია თოფურია – საქართველო
6. ჯოშუა ვანი – მიანმარი
7. შონ სტრიკლენდი – აშშ
8. ტომ ასპინალი – დიდი ბრიტანეთი
9. მერაბ დვალიშვილი – საქართველო
10. ალექს პერეირა – ბრაზილია
11. სირილ განი – საფრანგეთი
12. ხამზატ ჩიმაევი – არაბთა გაერთიანებული საამიროები
13. არმან ცარუკიანი – სომხეთი
14. ალეშანდრე პანტოჟა – ბრაზილია
15. კარლოს ულბერგი – ახალი ზელანდია