UFC | კორი სენდჰეგენი – ვფიქრობ, მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს დაამარცხებს და ქამარს დაიბრუნებს #1TVSPORT

21:57, 14.03.2026

UFC-ს სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა Home of Fight-თან საუბარში მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის შესაძლო მესამე ბრძოლაზე გააკეთა კომენტარი.

„სიმართლე რომ გითხრათ, ვფიქრობდი, მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს მეორე ბრძოლაშიც დაამარცხებდა, თუმცა იანმა ძალიან კარგად იჩხუბა. ჩემი აზრით, მერაბი მეტოქესთან შეხვედრას ზედმეტად სწრაფად დათანხმდა. მას უფრო მეტი დრო უნდა დაეთმო კონკრეტული გეგმის დამუშავებისთვის და იანის წინააღმდეგ უკეთ მომზადებულიყო.

ახლა იანმა ოპერაცია გადაიტანა და გარკვეული პერიოდი გაუცდა. დარწმუნებული ვარ, მესამე ბრძოლაც ძალიან კონკურენტული იქნება, თუმცა მაინც მგონია, რომ მერაბი ქამარს დაიბრუნებს“, – განაცხადა სენდჰეგენმა.

გასული წლის ოქტომბერში სენდჰეგენი მერაბ დვალიშვილთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, ხოლო დეკემბერში ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონობის ქამარი პიოტრ იანთან შეხვედრაში დაკარგა.

მსგავსი