UFC | ხმის მიცემა დაწყებულია - მერაბ დვალიშვილი 2021 წლის საუკეთესო ქამბექის ნომინიციაში დასახელდა [ვიდეო]  #1TVSPORT
UFC | ხმის მიცემა დაწყებულია - მერაბ დვალიშვილი 2021 წლის საუკეთესო ქამბექის ნომინიციაში დასახელდა [ვიდეო] #1TVSPORT

მერაბ დვალიშვილის მორლონ მორაესის წინააღმდეგ გამართული ბრძოლა UFC-მ 2021 წლის ოთხ საუკეთესო ქამბექს შორის დაასახელა.

ქართველი მებრძოლის კონკურენტები ჩარლზ ოლივეირა, ხულიან მარკესი და ენტონი ერნანდესი არიან. ოთხეულიდან საუკეთესო ხმის მიცემის წესით გამოვლინდება, რომელიც აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მებრძოლმა მარლონ მორაესი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით ყველასთვის მოულოდნელად დაამარცხა, რადგან ბრაზილიელი მანამდე დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ დვალიშვლმა ნამდვილი საბრძოლო ჟინი გამოავლინა და დაპირისპირება თავის სასარგებლოდ შემოატრიალა.

მერაბ დვალიშვილის მხარდაჭერა და ხმის მიცემა ამ ბმულზეა შესაძლებელი.