UFC | ხამზატ ჩიმაევი საშუალო წონითი კატეგორიის ახალი ჩემპიონია #1TVSPORT
ხამზატ ჩიმაევი UFC-ს საშუალო წონითი კატეგორიის ახალი ჩემპიონია. ჩიკაგოში გამართულ ბრძოლაში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით გამომსვლელმა მებრძოლმა სამხრეთაფრიკელი დრიკუს დუ პლესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ხუთრაუნდიან ბრძოლაში ჩიმაევს დიდი უპირატესობა ჰქონდა და ყველა რაუნდი მოიგო. საბოლოოდ, მსაჯებმა მისი გამარჯვება ასე შეაფასეს – 50:44, 50:44, 50:44.
ხამზატ ჩიმაევი შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებელია. 31 წლის სპორტსმენს კარიერაში 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა.
რაც შეეხება დრიკუს დუ პლესის, ყოფილმა ჩემპიონმა ორგანიზაცია UFC-ში პირველად წააგო, ხოლო მთლიანად კარიერაში ეს მისთვის მეორე მარცხი იყო, ბოლოს მან შეხვედრა 2018 წელს დათმო.