UFC | კევინ ვალეხოსი - გიგა ჭიკაძე ლეგენდაა და ბუნებრივია, მასთან დაპირისპირება გარკვეულ წნეხს მიქმნის #1TVSPORT
UFC | კევინ ვალეხოსი - გიგა ჭიკაძე ლეგენდაა და ბუნებრივია, მასთან დაპირისპირება გარკვეულ წნეხს მიქმნის #1TVSPORT

UFC-ს 2025 წლის ბოლო ღონისძიებაში მონაწილეობას ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე მიიღებს. 37 წლის ჭიკაძის მეტოქე 24 წლის არგენტინელი კევინ ვალეხოსი იქნება.

ახალგაზრდა მებრძოლმა ქართველთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ამ შანსით ძალიან კმაყოფილი ვარ. გიგა ჭიკაძე ჩემთვის ლეგენდაა და, ბუნებრივია, მასთან დაპირისპირება გარკვეულ წნეხს ქმნის, თუმცა დარწმუნებული ვარ, გამარჯვება შემიძლია.

ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა, რასაც ის ჩემზე ამბობს. ლეგენდისგან განსაკუთრებულ პატივისცემას არც ველოდები და ეს სრულიად ბუნებრივად მიმაჩნია.

რაც შეეხება მის საბრძოლო სტილს, ჭიკაძეს გამორჩეული მანერა აქვს. ეს ორთაბრძოლა სტილების საინტერესო დაპირისპირება იქნება. როგორც წესი, კიკბოქსიორს, რომელიც ფეხის დარტყმებზეა ორიენტირებული, კრივით უნდა ებრძოლო, ხოლო კარგ მოკრივეს – პირიქით, ფეხით შეუტიო. საბოლოოდ, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ შეძლებს საკუთარი სტილის უკეთ გამოყენებას.

ვფიქრობ, ჭიკაძე შეხვედრას თავიდანვე აგრესიულად დაიწყებს და პირველივე რაუნდში ნოკაუტზე იფიქრებს, როგორც თავადაც აცხადებს. ამისთვის მზად ვიქნები. თუ ბრძოლა უფრო ტექნიკურ ხასიათს მიიღებს, ამ სცენარისთვისაც სრულად მზად ვარ“, – განაცხადა ვალეხოსმა.

ამ მომენტისთვის გიგა ჭიკაძეს შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 15 გამარჯვება აქვს, ხოლო ვალეხოსმა 16 ბრძოლიდან 15 მოიგო.

ქართველისა და არგენტინელის დაპირისპირება 14 დეკემბერს ლას ვეგასში ჩატარდება.