UFC | კარლოს ულბერგი ქვემძიმე წონის ახალი ჩემპიონია #1TVSPORT
UFC | კარლოს ულბერგი ქვემძიმე წონის ახალი ჩემპიონია #1TVSPORT

UFC-ს ქვემძიმე წონის (93კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ახალზელანდიელმა კარლოს ულბერგმა ჩეხი ირჟი პროჰაზკა დაამარცხა და დივიზიონის ახალი ჩემპიონი გახდა.

ბრძოლის დასაწყისშივე ულბერგმა ფეხი დაიზიანა, თუმცა პროჰაზკამ მომენტით ვერ ისარგებლა და პირველი რაუნდის შუაში მძიმე დარტყმა გაუშვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პროჰაზკამ განაცხადა, რომ მეტოქის ტრავმის გამო სინანულის განცდა გაუჩნდა, ხოლო ამ მარცხით დიდი გაკვეთილი მიიღო.

35 წლის კარლოს ულბერგისთვის აღნიშნული გამარჯვება UFC-ში ზედიზედ მე-10 იყო.