UFC | კარლოს კონტერასი - ალექსანდრე თოფურიას დაბრუნებისთვის საუკეთესო დრო მარტი ან აპრილი იქნება #1TVSPORT
UFC | კარლოს კონტერასი - ალექსანდრე თოფურიას დაბრუნებისთვის საუკეთესო დრო მარტი ან აპრილი იქნება #1TVSPORT

ესპანელმა ჟურნალისტმა, კარლოს კონტერასმა UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე თოფურიას მორიგი ბრძოლის შესახებ ისაუბრა.

კონტერასის აზრით, თოფურიასთვის ოქტაგონზე დასაბრუნებლად საუკეთესო დრო მარტი ან აპრილი იქნება.

„ყველა გარემოებიდან გამომდინარე, ლონდონში (მარტი) დაბრუნება მისთვის საუკეთესო იქნებოდა. ბრძოლისთვის მოსამზადებელ ეტაპს ესპანეთში გაივლის და ლონდონში უშუალოდ შეხვედრის წინ ჩავა.

ასევე კარგი ვარიანტია აპრილი, როდესაც ღონისძიება მაიამიში უნდა შედგეს. იქ ბრძოლას ის უპირატესობა აქვს, რომ ალექსანდრე უფრო სახელოვან მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდება, რადგან მაიამიში ნომრიანი ღონისძიება უნდა გაიმართოს“, – განაცხადა ცნობილმა ჟურნალისტმა.

ამჟამად 29 წლის ალექსანდრე თოფურიას UFC-ში ორი გამარჯვება აქვს. 2025 წლის თებერვალში მან ავსტრალიელ ქოლბი თიქნესს სძლია, ხოლო ნოემბერში ყაზახი ბეკზატ ალმახანი დაამარცხა.