UFC | ჯორჯ სენ-პიერი - თუ ილია თოფურია წინსვლას განაგრძობს, ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი გახდება #1TVSPORT
თუ ილია თოფურია ასეთ დონეზე გამოსვლას განაგრძობს, ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი გახდება, – ამის შესახებ UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა მებრძოლმა, საშუალო და ქვემძიმე წონის ყოფილმა ჩემპიონმა, კანადელმა ჯორჯ სენ-პიერმა განაცხადა.
სენ-პიერის თქმით, თოფურიას მხოლოდ ის სჭირდება, თავის საქმეზე იყოს კონცენტრირებული.
„თუ ილია თოფურია ასეთ დონეზე გამოსვლას განაგრძობს, ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი გახდება. მას უბრალოდ ის სჭირდება, რომ საკუთარ საქმეზე იყოს კონცენტრირებული და ყურადღება სხვა რამეზე არ გადაიტანოს.
მას აქვს ყველაფერი, რათა ისტორიაში საუკეთესო მებრძოლი გახდეს. მას საუკეთესოს ვუსურვებ“, – აღნიშნა სენ-პიერმა.
ილია თოფურია 29 წლის ასაკში უკვე არის UFC-ს ორი წონის ჩემპიონი. 2024 წელს ქამარი ქვემსუბუქ დივიზიონში მოიპოვა, ხოლო 2025 წელს – მსუბუქ დივიზიონში.