UFC | ჯონ ჯონსი – ილია თოფურია აუცილებლად სათანადოდ დაბრუნდება #1TVSPORT
შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ათლეტმა, ორი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა.
„ილია თოფურია აუცილებლად სათანადოდ დაბრუნდება. მას საკუთარი ძალების სჯერა და საიმედო გუნდი უდგას მხარში, რაც წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
ის ძალიან შრომისმოყვარეა და, ჩემი აზრით, საკუთარ თავთანაც ბოლომდე მართალია. მე და ილიას საერთო მენეჯერები გვყავს. გამთენიისას სწორედ მასზე ვსაუბრობდით და როგორც გავიგე, ის საკმაოდ თავმდაბალია, რეალობას ობიექტურად აფასებს და კარგად ხვდება, რომ სასურველი დონის ბრძოლა ვერ აჩვენა.
მიმაჩნია, რომ ოქტაგონზე დასაბრუნებლად ეს უმთავრესი ნაბიჯია. როცა ათლეტები გამართლებას ეძებენ, ასეთ დროს რეაბილიტაცია და რევანშის აღება ძალიან რთულდება. თუმცა ის მებრძოლები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ: იცით რა? გაცილებით უკეთესადაც შემეძლო გამოსვლა და მეტი უნდა გამეკეთებინა – დიდ უპირატესობას ფლობენ. შერეულ ორთაბრძოლებში საკუთარ თავთან გულწრფელობა ხომ ყველაზე მთავარია“, – ამბობს ჯონსი.
ილია თოფურია 15 ივნისს თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამარი დაკარგა.