UFC | ჯასტინ გეიჯი - ხუთშაბათს მითხრეს, რომ თეთრი სახლის ღონისძიებაზე არ ვიქნებოდი #1TVSPORT
ამერიკელი მებრძოლის, ჯასტინ გეიჯის თქმით, ჯერ კიდეც გასული კვირის ხუთშაბათს უთხრეს, რომ ის 15 ივნისს თეთრი სახლის ღონისძიებაზე არ იქნებოდა. საბოლოოდ, კვირას გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, გეიჯი თეთრ სახლში ილია თოფურიას დაუპირისპირდება.
„ხუთშაბათს დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ თეთრი სახლის ღონისძიებაზე არ ვიჩხუბებდი, ხოლო მეორე დღეს, პარასკევს, შემატყობინეს, რომ ალბათ მაინც ვიქნებოდი მისი მონაწილე“, – ამბობს გეიჯი.
გეიჯის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ღონისძიების მთავარ ბრძოლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ ხმები გაჩნდა. ინსაიდერების ინფორმაციით, ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის შესაძლო დაპირისპირება, რომელიც თავდაპირველად მთავარი ბრძოლისთვის განიხილებოდა, გაუქმდა.