UFC | ისრაელ ადესანია ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა #1TVSPORT
UFC | ისრაელ ადესანია ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა #1TVSPORT

სიეტლში UFC-ს ღონისძიება შედგა, რომლის მთავარ ბრძოლაშიც საშუალო წონის (84კგ) ყოფილი ჩემპიონი ისრაელ ადესანია ამჟამად დივიზიონის მე-14 ნომერს, ჯო პაიფერს დაუპირისპირდა და მეორე რაუნდში დამარცხდა.

მეტნაკლებად თანაბარი პირველი რაუნდის შემდეგ, მეორე ხუთწუთეული პაიფერის უპირატესობით დაიწყო, ხოლო რაუნდის ბოლოს 29 წლის ამერიკელმა მებრძოლმა ადესანიას დამარცხება ტექნიკური ნოკაუტით მოახერხა.

36 წლის ისრაელ ადესანიასთვის ეს ზედიზედ მეოთხე მარცხი იყო UFC-ში. მან ბოლოს 2023 წლის 8 აპრილს ალექს პერეირა დაამარცხა და საშუალო წონის საჩემპიონო ქამარი დაიბრუნდა. ამის შემდეგ კი მისი ძლევა შონ სტრიკლენდმა, დრიკუს დუ პლესიმ, ნასურდინ იმავოვმა და ჯო პაიფერმა მოახერხეს.

რაც შეეხება ამერიკელ მებრძოლს, მომავალი კვირიდან ის, სავარაუდოდ, ადესანიას ადგილს დაიკავებს და საშუალო წონის რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლებს.