UFC | ისრაელ ადესანია ოქტაგონზე ბრუნდება #1TVSPORT
29 მარტს სიეტლში გასამართი ღონისძიების მთავარ ბრძოლაში მონაწილეობას UFC-ს ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი ისრაელ ადესანია მიიღებს, – ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა დაადასტურა.
საშუალო წონის (84კგ) ყოფილი ჩემპიონის მეტოქე ჯო პაიფერი იქნება. ამჟამად ადესანია თავისი დივიზიონის რეიტინგში მეექვსე ადგლზეა, ხოლო პაიფერი მე-15 პოზიციას იკავებს. ამერიკელი მებრძოლი UFC-ს მომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა.
36 წლის ადესანია ბრძოლას ზედიზედ სამი მარცხით ხვდება, ბოლოს მან ნასურდინ იმავოვთან ნოკაუტით წააგო 2025 წლის თებერვალში, ხოლო პაიფერს ზედიზედ სამი გამარჯვება აქვს.
UFC Seattle-ის თანამთავარი ბრძოლა ქალთა უმსუბუქესი წონის (57კგ) ყოფილ ჩემპიონს, ალექსა გრასოსა და დივიზიონის მეხუთე ნომერს, მეისი ბარბერს შორის შედგება.