UFC | ისლამ მახაჩევმა ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და ქვესაშუალო წონის ახალი ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ისლამ მახაჩევმა UFC-ს ქვესაშუალო (77კგ) წონის საჩემპიონო ბრძოლაში ავსტრალიელი ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და მეორე დივიზიონის ტიტული მოიპოვა.
შეხვედრა ხუთ რაუნდს გაგრძელდა. მახაჩევმა ავსტრალიელი 18 წუთის განმავლობაში მიწაზე გააკონტროლა და მოქმედების საშუალება არ მისცა – მას გამარჯვება სამივე მსაჯმა მიანიჭა.
ისლამ მახაჩევისთვის ეს გამარჯვება UFC-ში ზედიზედ მე-16 იყო, ხოლო ამ მაჩვენებლით რეკორდსმენს, ანდერსონ სილვას გაუთანაბრდა.
მახაჩევმა მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამარი მიმდინარე წლის დასაწყისში დათმო, რადგან წონის კლებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, აღნიშნული წონის ჩემპიონი კი ილია თოფურია გახდა, რომელმაც ივნისში ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.