UFC | ისლამ მახაჩევმა იან გარი დაამარცხა და ქვესაშუალო წონის ქამარი შეინარჩუნა #1TVSPORT

09:18, 16.08.2026

ისლამ მახაჩევმა UFC-ს ქვესაშუალო წონის (77კგ) საჩემპიონო ბრძოლაში იან გარი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.

ფილადელფიაში გამართულ ბრძოლაში მახაჩევმა გარის პირველი ორი რაუნდი მოუგო, ხოლო მეორე ორი დათმო. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეხუთე რაუნდი, რომლის მიმდინარეობისასაც რუსეთის წარმომადგენელმა ირლანდიელი მიწაზე გადაიყვანა, გააკონტროლა და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწია.

ეს მოგება ისლამ მახაჩევისთვის UFC-ში ზედიზედ მე-17 აღმოჩნდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. საერთო ჯამში, მან შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებული 30 შეხვედრიდან 29-ში გაიმარჯვა.

მახაჩევი ასევე იყო UFC-ს მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონი – მან კარიერაში ორგანიზაციის ეგიდით შვიდი საჩემპიონო ჩხუბი მოიგო.

მსგავსი