UFC | ისლამ მახაჩევმა და იან გარიმ საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარეს #1TVSPORT
UFC 330-ის მთავარი ბრძოლა ოფიციალურია – საჩემპიონო ქამრისთვის მებრძოლებმა, ისლამ მახაჩევმა და იან გარიმ ქვესაშუალო დივიზიონისთვის (77კგ) დასაშვები წონა წარმატებით ჩააბარეს.
მოქმედი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი ოფიციალურ აწონვებზე პირველი გამოცხადდა, შემდეგი კი იან გარი გამოჩნდა.
დაღესტანელი მებრძოლი ქვესაშუალო წონით კატეგორიაში ქამრის პირველად დაცვას შეეცდება. ის ჩემპიონი გასული წლის ნოემბერში გახდა. მანამდე მახაჩევი საშუალო წონაში (70კგ) გამოდიოდა და აღნიშნულ დივიზიონში ხუთი საჩემპიონო ბრძოლა მოიგო.
რაც შეეხება იან გარის, ის თავის კარიერაში პირველად ჩაატარებს საჩემპიონო ჩხუბს – 28 წლის ირლანდიელმა კარიერაში 17 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
წონა წარმატებით ჩააბარეს ქალთა შორის 52 კილოგრამი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ჩხუბის მონაწილეებმაც, ქამრის მფლობელმა, მაკკენზი დერნმა და მისმა მეტოქემ, ჯილიან რობერტსონმა.
UFC 330 ფილადელფიაში ჩატარდება, ღონისძიება 16 აგვისტოს არის დაგეგმილი.
Islam Makhachev and Ian Machado Garry have weighed in, and the main event is officially on! ⚖️ 🏆#UFC330 | Saturday | Stream TNT Sports on HBO Max pic.twitter.com/dpLrILdBsD
— UFC on TNT Sports (@ufcontnt) August 14, 2026