UFC | ისლამ მახაჩევის თქმით, ილია თოფურიასთან თეთრ სახლში არ იბრძოლებს #1TVSPORT
ისლამ მახაჩევმა დაადასტურა, რომ ილია თოფურიასთან დაპირისპირება არ შედგება, რადგან ქართველ მებრძოლს მომდევნო ბრძოლა უკვე ჩანიშნული აქვს.
„თეთრ სახლში თოფურიასთან ბრძოლა გამორიცხულია – მას უკვე ჰყავს მოწინააღმდეგე“, – აღნიშნა მახაჩევმა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე მახაჩევი მზადყოფნას გამოთქვამდა, ივნისში დაგეგმილ თეთრი სახლის ღონისძიებაზე ილია თოფურიათან ეჩხუბა.
არსებული ინფორმაციით, ქართველი ჩემპიონი მომდევნო შეხვედრას სწორედ თეთრ სახლში გამართავს, სადაც მისი სავარაუდო მეტოქე მსუბუქი წონის დროებითი ქამრის მფლობელი ჯასტინ გეიჯი იქნება.