UFC-ის პრეზიდენტმა ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი დაასახელა
UFC-ის პრეზიდენტმა ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი დაასახელა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტმა დანა უაიტმა დაასახელა ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში. ეს არის ნახევრადმძიმე წონაში UFC-ის ჩემპიონი ჯონ ჯონსი.

„ჯონი – ნამდვილი დომინატორია, – მოჰყავს უაიტის სიტყვები „იესპიენს“ (ESPN), – მე მას უდიადეს მებრძოლად მივიჩნევ MMA-ის ისტორიაში, რომელსაც აქვს ყველა თვისება, რათა ამგვარი სტატუსი მიიღოს. მან ცხოვრებაში არაერთი პრობლემა გადაიტანა, მაგრამ მაინც ძლიერი დარჩა. ეს ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ვიღაც შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ ჩემთვის ის ნამდვილი ფენომენია“.

6 ივლისს, ჯონსმა ლას ვეგასში UFC239-ის ტურნირზე ტიაგო სანტოსი დაამარცხა. ახლა 31 წლის ამერიკელს კარიერაში 25 მოგება და ერთადერთი მარცხი აქვს.

დატოვე კომენტარი