UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნოკაუტის ავტორი 21 ნოემბერს კვლავ იბრძოლებს
UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნოკაუტის ავტორი 21 ნოემბერს კვლავ იბრძოლებს

ჟოაკინ ბაკლიმ რამდენიმე დღის წინ აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე იმპა კასანგანაი დაამარცხა და UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნოკაუტის ავტორი გახდა. როგორც ირკვევა, 26 წლის ამერიკელი მებრძოლი დიდხანს უქმობას არ გეგმავს და მომდევნო ბრძოლას ნოემბერში გამართავს. მისი მეტოქე დაუმარცხებელი ჯორდან ვრაიტი იქნება.

აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ის ჟურნალისტი ბრეტ ოკამოტო ავრცელებს.

ბაკლისა და ვრაიტის ბრძოლა 21 ნოემბერს ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში UFC 255-ის ფარგლებში შედგება. ქარდის მთავარი ბრძოლა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის (flyweight) ტიტულისთვის, ჩემპიონ დეივესონ ფიგუეირადოს შორის შედგება. მეორე სატიტულო ბრძოლა კი ქალთა შორის ქვემსუბუქ წონაში (flyweight) ვალენტინა შევჩენკოსა და ჯენიფერ მაიას შორის ჩატარდება