UFC იქნება პირველი, რომელიც გულშემატკივარს დაუბრუნდება, კუნძულზე ბრძოლებიც იქნება - დანა ვაიტი [ვიდეო]
UFC იქნება პირველი, რომელიც გულშემატკივარს დაუბრუნდება, კუნძულზე ბრძოლებიც იქნება - დანა ვაიტი [ვიდეო]

როგორც ცნობილი გახდა, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ღონისძიება (UFC 249) კორინავირუსის შედეგად გაუარესებული მდგომარეობის გამო 18 აპრილს აღარ გაიმართება. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბრეტ ოკამოტოსთან ინტერვიუში ​UFC-ის გეგმებსა და ჩაშლილ ღონისძიებაზე ისაუბრა.

„ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ ღონსიძიებას ვუმასპინძლოთ, ამისათვის დღე და ღამე გაუჩერებლად ვმუშაობთ. თუმცა მე დამიკავშირდნენ ESPN- იდან და მითხრეს, რომ მდგომარეობა იმდენად დამძიმებულია ამჟამად მისი გამართვა უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ ვიქნებით პირველი სპორტი, რომელიც გულშემატკივარს დაუბრუნდება. კუნძულზე ბრძოლებიც სიმართლეა და ინფრასტრუქტურა იქ მზადების პროცესშია. როდესაც მდგომარეობა გამოსწორდება ჩვენ დავბრუნდებით. მებრძოლებს კი ვპირდები, რომ ფინანსურ პრობლემებს შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მოვაგვარებთ.“ – განაცხადა ვაიტმა.